
თეგეტა მოტორსი
მისამართი: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5
ტელ: 032 2 26 44 44
ქალაქი: თბილისი
ელ-ფოსტა: info@tegetamotors.ge
ვებ-გვერდი: www.tegetamotors.ge
0
კომპანიი საერთო შეფასება
მეგობარს ურჩევს ამ კომპანიას
შეფასებას კითხულობს დირექტორი
გასაუბრება
ინკოგნიტო -
სტაჟიორი
17 იანვარი, 2025
პოზიცია: ავტომობილის ხელოსანი
ქალაქი: თბილისი
აგიყვანეს სამსახურში?
უარი ვთქვი აქ მუშაობაზე
გასაუბრების სირთულე
მარტივი
საერთო შთაბეჭდილება
ნეგატიური
დეტალები
Გასაუბრებაზე ვიყავი აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ფილიალში გამსაუბრებელი ახალგაზრდა ბიჭი იყო ასე 35-38 წლის შეხვედრისა ხელის ჩამორთმევაც კი დაეზარა და საუბრის დროსაც იზეთებოდა, როცა მოვრჩით გასაუბრებას ხელის ჩამორთმევის დროს არც ადგომა მოისურვა მოკლედ საშინლად ნეგატიური წარმოდგენა შემექმნა და უარი ვთქვი მუშაობაზე.
ინკოგნიტო -
აპლიკანტი
28 ივლისი, 2025
პოზიცია: აპლიკანტი
ქალაქი: თბილისი
აგიყვანეს სამსახურში?
არა
გასაუბრების სირთულე
მარტივი
საერთო შთაბეჭდილება
ნეგატიური
დეტალები
სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება ამ კომპანიასთან უკიდურესად უარყოფითი აღმოჩნდა. გასაუბრებაზე მივედი, რადგან ველოდი რეალურ ვაკანსიაზე განხილვას და პროფესიონალურ დამოკიდებულებას, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ეს საერთოდ არ იყო დასაქმების პროცესის ნაწილი. ფაქტობრივად, ინტერვიუ უფრო კვლევის შეგრძნებას ტოვებდა – თითქოს კანდიდატებს იყენებდნენ ინფორმაციის მისაღებად და არა იმისთვის, რომ რეალურად ვინმე დაექირავებინათ. ამას დაემატა უტაქტო დამოკიდებულება და არაპროფესიონალური ტონი, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა ნეგატიური შთაბეჭდილება. ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა მიუღებელია და სერიოზულად აზიანებს კომპანიის იმიჯს.